11:51 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 15:02:27, 2456 ნახვა

მსოფლიო
ტიმოშენკო პოროშენკოს: არ შეარცხვინოთ უკრაინა მსოფლიოს წინაშე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სააკაშვილი

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, -  ამის შესახებ Rian იუწყება. 

როგორც ტიმოშენკომ აღნიშნა, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მისი წინამორბედის ვიქტორ იანუკოვიჩის შეცდომებს იმეორებს.

„ბატონო პრეზიდენტო, მმართველობის მეოთხე წელს თქვენ გახდით ერთდროულად პრეზიდენტი, პროკურორი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და ყველა ტელეარხის გენერალური პროდიუსერი. ახლა გისოსებს მიღმა აგდებთ თქვენს ოპონენტებს - როგორც ამას იანუკოვიჩი აკეთებდა. გაიხსენეთ ყველაფერი რით დასრულდა. მიხეილ სააკაშვილი არა სასამართლომ, არა გენერალურმა პროკურორმა, არც სხვა რომელიმე სტრუქტურამ, არამედ თქვენ დააპატიმრეთ. ამიტომაც მოგმართავთ უშუალოდ თქვენ: დაუყოვნებლივ გააუქმეთ ყველა თქვენი განკარგულება. არ შეარცხვინოთ უკრაინა მსოფლიოს და საკუთარი ხალხის წინაშე. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი!“ - წერს იულია ტიმოშენკო.  









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics