|
2017-12-07 17:03:43, 1673 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კვირაში ორჯერ მოქალაქეებს მიიღებს
თბილისის მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კვირაში ორჯერ მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით ყოველდღიურად მერიაში უამრავი განცხადება შედის. მისივე თქმით, მერიასა და მოქალაქეებს შორის კოორდინაციის გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ჯგუფი თბილისელების პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს და სამსახურების კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოხდება. „ყოველდღიურად დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით შემოდის უამრავი განცხადება, ასევე, ცხელ ხაზზე რეკავენ მოქალაქეები, ბევრი პირადადაც მიკავშირდება, ფეისბუქზე, მერიის ფეისბუქზე უამრავი მოთხოვნაა. ბუნებრივია, ფიზიკურად არ მეყოფა დრო იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს შევხვდე. იმის გამო, რომ არ მინდა, რომელიმე მათგანი დამრჩეს უკმაყოფილო ან განაწყენებული და სწორი ფორმა მიეცეს ამ ყველაფერს, ასევე, იმისთვის, რომ მერიისა და მოქალაქეების კოორდინაცია კიდევ უფრო გამართული იყოს, მივიღე გადაწყვეტილება, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი. ეს ჯგუფი კვირაში ორჯერ შეხვდება მოქალაქეებს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს, რაზეც, ჩვენი სამსახურების კომპეტენციის და კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოხდება,“- აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებთან შეხვედრები მომავალი კვირიდან დაიწყება და ხუთშაბათს, დილის 10:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 13:00-18:00-მდე გაიმართება. (NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)