02:12 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 18:19:30, 1664 ნახვა

საზოგადოება
ირმა ქავთარაძე ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება და მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საკითხების შეჯერებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება.

უწყების ცნობით, ირმა ქავთარაძემ და ინდონეზიის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოსა და ინდონეზიის ეკონომიკური განვითარების საკითხების  ფართო სპექტრი განიხილეს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ინდონეზიის დელეგაციის ხელმძღვანელის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება და სურვილი, საქართველოსა და ინდონეზიის სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების თაობაზე, საქართველოს ლიბერალური სავაჭრო რეჟიმიდან გამომდინარე.

დელეგაციას  ინდონეზიის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე, ნურჰაიატი ალი ასსეგაფი ხელმძღვანელობს.  

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics