|
2017-12-04 15:27:15, 1888 ნახვა
საზოგადოება
კალაძე მონადირის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მერმა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გივი კუბლაშვილს, გადაადგილებისას შეფერხებების და ადგილობრივი მოსახლეობის დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, გზის საფარის დაგების უზრუნველყოფა უმოკლეს ვადაში დაავალა. “მონადირის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. მოწესრიგდა კომუნიკაციები, აქ არ არსებობდა კანალიზაცია, არ არსებობდა წყლის მილები, შესაბამისად, ეს ყველაფერი, მიწისქვეშა სამუშაოები რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთებულია. ხვალიდან უკვე მივიღეთ პირობა, რომ დაიწყება ამ კონკრეტული ქუჩის მოასფალტება, შემდეგი ეტაპი კი იქნება, უკვე, ამ ქუჩაზე არსებული ჩიხების მოწესრიგება, ეს 2018 წელს გადავა და დაიწყება პროექტის განხორციელება. ზოგადად, კეთილმოწყობითი სამუშაოები ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ და განვახორციელებთ,”- განაცხადა დედაქალაქის მერმა. ამ ეტაპზე, დასრულებულია წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობა, რომლითაც 100-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში, 3 289 მეტრზე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მონადირის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ვიაიპი+“ ახორციელებს და სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 836 404,92 ლარია გამოყოფილი. დედაქალაქის მერის დავალებით, გზის საფარის დაგება მონადირის ქუჩაზე ხვალიდან დაიწყება. მონადირის ქუჩაზე დღეს თბილისის მერთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილიც იმყოფებოდნენ. (NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)