|
2017-12-03 15:48:37, 2129 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 20 საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო
ნაძალადევის რაიონში 2017 წლის განმავლობაში საბავშვო გასართობი მოედანი 20 მისამართზე მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებაში განხორციელდა. მათივე ცნობით, ე.წ. კადეტთა კორპუსებში მოწყობილი საბავშვო გასართობი სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოების ფარგლებში, კაუჩუკის მოედანზე დამონტაჟდა ატრაქციონები, საბაღე სკამები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ დევნილთა ჩასახლებაში სულ 250 ოჯახი ცხოვრობს. კონკრეტულად ამ მისამართზე განხორციელებული პროექტის ღირებულებამ 39 663 ლარი შეადგინა. სულ 20 საბავშო გასართობი მოედნის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 393 515 ლარი გამოიყო. (NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)