11:49 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 11:28:04, 2067 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი ხორავაზე მომხდარ ტრაგედიაზე: როგორც საზოგადოება, ჩვენ სამწუხაროდ აღმოვჩნდით ძალიან აგრესიული

„ჩვენ, როგორც საზოგადოება, სამწუხაროდ აღმოვჩნდით ძალიან აგრესიული და ძალადობრივი“, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია.

პრეზიდენტმა დაპირისპირების დროს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა, ხოლო დაჭრილ მოსწავლეს გამოჯანმრთელება უსურვა.

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო მთელ საზოგადოებას, იმიტომ, რომ ასეთი ტრაგედიის დროს, ბუნებრივია, ყველა ვართ შეძრწუნებული და შეშინებული იმით, რაც მოხდა. ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. მინდა ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება ჩვენს შვილებს, რომლებიც არიან დაშავებული. პასუხისმგებლობა და ის ვის უნდა მოვკითხოთ ამ ტრაგედიის თაობაზე, ეს კითხვები დაისმება მომავალში. მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ როგორც საზოგადოება, ჩვენ სამწუხაროდ აღმოვჩნდით ძალიან აგრესიული და ძალიან ძალადობრივი. ეს არ გამოიხატება მარტო ამ მოვლენაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics