16:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 17:21:39, 424 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ დეპუტატებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული სამუშაოს მოკლე ანგარიში წარუდგინა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილი განახლებული სამთავრობო პროგრამის-„ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ განხილვის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული სამუშაოს მოკლე ანგარიში და სამომავლო გეგმები წარმოუდინა. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მზადების პროცესზე, ასოცირების ხელშეკრულებისა და სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით დაგეგმილ ღონისძებებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics