|
2017-11-29 20:38:07, 2047 ნახვა
საზოგადოება
National Geographic-ი მკითხველს 2018 წელს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
მსოფლიოში პოპულარულმა სამოგზაურო ჟურნალმა National Geographic, 2018 წლის ტურისტული მიმართულებები დაასახელა, რომელთა სიაში საქართველოცაა. ჟურნალმა სტატია სათაურით „ადგილები რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიოთ“ გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სიაში სულ 21 ტურისტული მიმართულებაა შესული, რომელთა შორის თბილისიც ფიგურირებს. სტატიაში ხაზგასმულია, რომ მიმართულებების შერჩევაში ჟურნალის სრული შემადგენლობა მონაწილეობდა. ჟურნალის ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და სამოგზაურო ექსპერტები მიმართულებებს ადგილების სილამაზით, კულტურითა და ბუნებით აფასებდნენ. "შეიგრძენით ძველი თბილისის ბუნებრივი შარმი, საქარველოს დედაქალაქი თავბრუდამხვევი ტემპით განვითარდა და ფორმა იცვალა. თბილისში ვიზიტისას თქვენ შეგიძლიათ ქართულ ტრადიციებს გაეცნოთ, ისარგებლოთ 24 საათიანი გოგირდის აბანოს მომსახურებით, დააგემოვნოთ ხინკალი და გაეცნოთ ადგილობრივების ლეგენდარულ სტუმარმასპინძლობას“,- წერს ჟურნალისტი მერლინ კენედი დაქეთი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)