|
2017-11-29 18:11:51, 2003 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების საკითხი და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი გაერთიანებით შეიქმნება უფრო ძლიერი უწყება, რომელიც ეფექტიანი მმართველობის საფუძველზე შეძლებს სასურველი შედეგების მიღწევას, როგორც სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებებით. ლევან დავითაშვილმა ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)