|
2017-11-28 21:31:30, 2054 ნახვა
ეკონომიკა
ლევან ახვლედიანმა აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლებლობები გააცნო
ანაკლიის, როგორც საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის ახალ ლოგისტიკურ საწარმოო და მომსახურების ცენტრზე საუბარი იყო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის თემატური პანელის - „შესაძლებლობების ახალი კარიბჭე" ფარგლებში. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პანელის მონაწილეებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლებლობები ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა გააცნო. თავის გამოსვლაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივებზე და პოტენციალზე ისაუბრა. ახვლედიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბრიდან, ხოლო ოპერირების დაწყება 2020 წლიდან იგეგმება, სხვადასხვა ადგილებიდან ტვირთების გადაზიდვის გამარტივების, დროის შემცირების, საიმედოობის და სანდოობის გარანტიას შექმნის. „ანაკლია შერჩეული იყო როგორც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, ამისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილ იქნა 340 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, პორტს ექნება 100 მილიონ ტონაზე მეტი პოტენციალი. პორტის სიღრმე საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს დიდი მოცულობის ბრუნვა", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის ინფორმაციით, ეკონომიკური ზონის ფარგლებში კონსორციუმი გეგმავს ქალაქის გაშენებას 2000 ჰექტარზე. „ეს იქნება პრაქტიკულად ახალი ქალაქი, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, მწვანე ქალაქი, რომლის ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო წინ წაწევს საქართველოს ვაჭრობისა და სატვირთო გადაზიდვის სფეროში და გაზრდის ქვეყნის როლს აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში", - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა. (NS)
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)