21:46 - 26 Jul, 2026
|
2017-11-28 18:59:06, 2148 ნახვა
საზოგადოება
ქვემო ქართლში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები გრძელდება
ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მარნეულის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 800 ჰექტარი მიწის ფართობი. უწყების ცნობით, სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ იმედჭალაში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 4 ერთეული ტრაქტორით 38 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდა. საშემოდგომო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ მარნეულის სერვისცენტრში 50 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში. შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)