|
2017-11-28 18:05:25, 1604 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას აღრმავებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი უნივერსიტეტში აგრობიზნესის სისტემური მართვის საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და აგრობიზნესის მიმართულებით სადისერტაციო ნაშრომების ეფექტიანად მომზადებისთვის აქსელერატორის, ე.წ ჭკვიანი ლაბორატორიის მოწყობას გულისხმობს. სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი მიმართული იქნება ერთობლივი პროექტების განხორციელების, სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის და ცენტრის წარმატებული საქმიანობის უზრუნველყოფისკენ. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობაა, ამიტომაც საგანმანათლებლო სფეროს სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობა, ორივე მხარისთვის და ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)