21:46 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 13:26:03, 1721 ნახვა

საზოგადოება
საქართველო-უკრაინას შორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მედიცინისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ პირველაშვილმა მოაწერეს. 

უწყების ცნობით, მემორანდუმი ქვეყანათაშორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი  წამლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, სისტემაში არსებული გამოცდილების გაზიარებასა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics