21:46 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 11:54:38, 1873 ნახვა

საზოგადოება
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა და გარდაცვლილი სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

„გამოცხადებულია გლოვის დღე.  მოგეხსენებათ, ბათუმში, ხანძრის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, ასევე, დაიღუპა, სამწუხაროდ, ჩვენი სპეცრაზმელი, სპეცოპერაციის ჩატარების დროს და მინდა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics