21:46 - 26 Jul, 2026
|
2017-11-27 10:28:33, 1897 ნახვა
საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დღეს ოფიციალურად წარადგენს
საპარლამენტო უმრავლესობა სხალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დღეს წარადგენს. ომბუდსმენის საკითხზე დეპუტატები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, მმართფველმა გუნდმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა 24 ნოემბერს აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ლომჯარიას გარდა, თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები იხილებოდა. ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)