|
2017-11-26 15:47:47, 2355 ნახვა
საზოგადოება
სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ქაშუეთის ტაძარში, სადაც ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მთავრობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს ერთჯერადად კომპენსაციის სახით, 100 000 ლარი, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწფიო დაფარავს. შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზრიზე სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2 . ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)