20:19 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 15:34:07, 2079 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკომ ბათუმში, ხანძრის შედეგად დაშავებულები მოინახულა

საქართველოს შრომის, ჯანმრტელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულები მოინახულა.

მინისტრი ბათუმში დაზარალებულების მდგომარეობის გასაცნობად დღეს ჩავიდა. მას დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა.

შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, 1 კი, ირანის მოქალაქეა. ამასთან, დაშავდა 21 ადამიანი. მათგან 14 საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, 7 კი,  სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics