|
2017-11-25 12:32:40, 4820 ნახვა
საზოგადოება
„ლეო გრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია.
კიდევ ერთი დაღუპული 22 წლის ბექა შატაკიშვილია, რომელიც გორიდან იყო. იგი ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში მსახურობდა. მასთან ერთად დაიღუპა გიორგი მორთულაძე, რომელიც ასევე სტიქაროსანი იყო. შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად სულ 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაშავებულებიდან სამი მეხანძრე მაშველია. საავადმყოფოებში ამ დროისთვის 8 დაშავებული რჩება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“). „ექსპრესნიუსის“ რედაქცია მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ხანძრის დროს რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. მათგან 5 ადგილობრივი იყო: ზაურ აბულაძე, დათო ქამადაძე, მარად შანთაძე, როინ ჯოყილაძე და გიორგი ცინცაძე. ცინცაძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.






epn.ge (@expressnews.ge)