18:57 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 23:10:34, 2328 ნახვა

საზოგადოება
სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის ჩაქრობის დროს 3 მეხანძრე დაშავდა

ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის ქრობის დროს სამი მეხანძრე დაშავდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლიზა თედორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მეხანძრეებმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღეს და სტაციონარში იქნენ გადაყვანილი.

დაშავებული მეხანძრეების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილ არც ერთ პირს არ აქვს დამწვრობა, დაშავებულები საავადმყოფოებში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს.

ხანძარს რომელიც ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" ორი საათი წინ გაჩნდა 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათი ადამიანი დაშავდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics