18:55 - 26 Jul, 2026
|
2017-11-23 11:17:32, 4113 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა, - ამის შესახებ ბრძანება პატრიარქმა ქაშუაეთში, სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე წაიკითხა. როგორც ილია მეორემ განმარტა, აღნიშნული ბრძანება დღეს დაიწერა. გარდა ამისა, ილია მეორემ მრევლს მიმართა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)