17:24 - 26 Jul, 2026
|
2017-11-22 16:16:36, 1857 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში, კოკინაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, კოკინაკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო. მათივე ცნობით, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, 1240 კვ.მ ფართობზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე კანალიზაციის მოძველებული მილები ახლით შეცვალა. კოკინაკის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 72 092 ლარია. ქუჩის რეაბილიტაცია მომავალ კვირაში დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)