21:15 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 13:30:03, 2739 ნახვა

სამართალი
გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ სროლის ხმა ისმის.

„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა, ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების დასაკავებლად შტურმი დაიწყო.

ეჭვმიტანილები ერთ-ერთ კორპუსში არიან გამაგრებული და პერიოდულად სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლს ხსნიან. ამასთან მათ რამდენჯერმე ფანჯრიდან ხელყუმბარა გადმოაგდეს.

რამდენიმე საათის წინ სპეცოპერაციის დროს დაშავდა ერთი სპეცრაზმელი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია. იგი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

სპეცრაზმი პერიმეტრს სრულად აკონტროლებს. ადგილზე მობილიზებული არია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმები და ჯავშანტექნიკა.

ტერიტორიაზე არსებული კორპუსებიდან მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია.

სპეცოპერაცია უკვე 17 საათზე მეტია მიმდინარეობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics