|
2015-05-06 17:54:09, 573 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ მშენებარე სასტუმრო კომპლექსი დაათვალიერა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმში ს. ჟღენტის ქ. #1-ში მშენებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძეს პროექტის განვითარების ეტაპების შესახებ დამფუძნებელი კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში გერმანე გოგლიჩიძემ და სასტუმრო კომპლექსის დირექტორმა გია აბულაძემ პირადად გააცნეს. აღნიშნული კომპლექსი რეგიონში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, რომელსაც ახორციელებს ავსტრიული კომპანიის "GAB Resorts Holding and Development GmbH" შვილობილი კომპანია საქართველოში - შპს "GIMG". 2015 წლის 7 მარტის მდგომარეობით, პროექტში უკვე გახარჯულია 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია. სასტუმრო და გასართობი კომპლექსი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად და მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, გასართობ ცენტრს, მულტიპლექსი/სინემა ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს ,,Palm Apartment", ღია საცურაო აუზს და პავილიონს. ასევე, კომპლექსში განთავსდება სხვადასხვა ტიპის აბანოები და რეკრეაციული ზონა. სასტუმრო და გასართობი კომპლექსი თავისი ინფრასტრუქტურით შავი ზღვისპირეთში არა მხოლოდ აქტიური დასვენებისა და რეკრეაციის საშუალებას, არამედ მასობრივი კულტურული ღონისძიებების - კონცერტების, ჩვენებებისა და მიღებების ღია ცის ქვეშ ჩატარების შესაძლებლობასაც იძლევა. სასტუმრო კომპლექსისა და გასართობი ცენტრის დასრულება დაგეგმილია 2016 წელს. აღნიშნული კომპლექსის მართვასა და მომსახურებაში დასაქმდება ასეულობით ადამიანი. ბათუმს შეემატება მძლავრი ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის მქონე კომპლექსი. პროექტის ინვესტიციების საერთო რაოდენობა მთლიანად შეადგენს 120 მილიონ აშშ დოლარზე მეტს.
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)