|
2017-11-22 12:08:12, 1952 ნახვა
სამართალი
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიციის დამატებითი ძალების და ჯავშანტექნიკის მობილიზება ხდება. ამ დროისთვის სპეცრაზმი პერიმეტრს სრულად აკონტროლებს. სამართალდამცველები მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ანტიტერორისტული ოპერაცია 17 საათზე მეტია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველებსა და ეჭვმიტანილ პირებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. დადასტურებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. იგი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია კიდევ ერთი სამართალდამცველი, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებები არ ადასტურებენ. ამასთან, აფეთქებების შედეგად კორპუსის მესამე და მეოთხე სართულზე, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებიან ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან და მათ ტერორიზმთან კავშირი ედებათ ბრალად. ამ დრომდე გრძელდება ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)