|
2017-11-21 20:22:17, 2052 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში, მახალდიანის #28-ში საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, მახალდიანის #28-ში, სადაც 8 ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ მათი აზრი მოისმინა. „მახალდიანის ქუჩაზე, თბილისურ ეზოში გავამაგრეთ საცხოვრებელი სახლი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს. დაახლოებით 70 წლისაა ეს შენობა და წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. რაიონში მწვავედ დგას ავარიული შენობების პრობლემა და ჩვენთვის პრიორიტეტულია მსგავსი პროექტების განხორციელება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი და სარემონტო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 57 825 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)