09:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 14:43:57, 805 ნახვა

ეკონომიკა
EBRD-ის შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო და კერძო სექტორის საინვესტიციო პროექტებს განიხილავენ

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორებისა და ბიზნესმენებისთვის წარდგენილი იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის პროექტები.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა საერთაშორისო ინვესტორებს სხვადასხვა პროექტებს წარუდგენს, მათ შორის ტურიზმისა და მაღალმთიანი კურორტების განვითარების შესახებ.
„შეხვედრის ფარგლებში ერთი სექცია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო გარემოს. საქართველოში არსებული კომპანიები და სახელმწიფოს წარმომადგენლები ისაუბრებენ ქვეყნის ბიზნესგარემოზე. ამისათვის სპეციალურად მომზადდა საინვესტიციო კატალოგი. ესაა თავად კერძო სექტორის მიერ წარდგენილი პროექტები, სადაც მათ პარტნიორების მოძიება სურთ. ასევე, მეორე ნაწილი - ესაა სახელმწიფო პროექტები ტურიზმის მიმართულებით, საპრივატიზაციო, მაღალმთიანი კურორტების საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პროექტები, არის წარმეობის მიმართულებაც“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხება კონკრეტულად თბილისში არსებულ საინვესტიციო მიმართულებებს, დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, უცხოელ ბიზნესმენებს შესთავაზებენ დაზიანებული შენობების ჩანაცვლების, სასტუმროებისა და ავტოტრანსპორტის განახლების საკითხებთან დაკავშირებულ პროექტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics