|
2017-11-17 11:45:55, 1821 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით მოლდოვას პრემიერ-მინისტრი გამოვა
28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ (High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability) მისასალმებელი სიტყვით მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი გამოვა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სანამ 2016 წლის იანვარში მოლდოვას მე-12 პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, პაველ ფილიპი მოლდოვას საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის არის მოლდოვას ევროკავშირში გაერთიანების მხარდამჭერი და გამოირჩევა პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მან დაიწყო ყოვლისმომცველი და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოდერნიზაციასა და განვითარებას. პაველ ფილიპს აქვს ბიზნეს სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. 20 წელზე მეტი იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს მოლდოვას წამყვან კომპანიებში. 2014-2015 წლებში პაველ ფილიპი მოლდოვას პარლამენტის წევრი და ეკონომიკის, ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2011-2016 წლებში იყო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი. 2008-2011 წლებში ფილიპი მოლდოვას უდიდესი თამბაქოს მწარმოებელი საწარმოს („Tutun-CTC") გენერალური დირექტორი იყო. 2010 წლიდან დღემდე ის მოლდოვას დემოკრატიული პარტიის დეპუტატი, პარტიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და მუნიციპალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა კიშინიოვში. 2009-2010 წლებში იყო მოლდოვას დამსაქმებელთა ეროვნული კონფედერაციის საბჭოს წევრი. 2001-2008 წლებში ის იყო საკონდიტრო საწარმო Bucuria-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ინჟინერიის, წარმოებისა და ტექნოლოგიების საკითხებში. პაველ ფილიპი დაჯილდოებულია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მედლით, საინფორმაციო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, ფლობს ორდენს (Gloria Muncii) მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებსა და რატიფიცირებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში დახმარებისთვის. http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/169-pavel-filip
(NS)
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)