|
2017-11-16 16:03:18, 1717 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში ფრანსუა პეშოს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის მიმართულებები, სსფ-ის პროგრამა, რომელიც სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. ასევე, განიხილეს 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა და მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები. ხაზი გაესვა ინსტიტუციური რეფორმების, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები. როგორც ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობისა და მისი რეფორმების აქტიური მხარდამჭერია და ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფრანსუა პეშოს განცხადებით, საქართველოსთან მიმდინარე პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიული - 3,5 პროცენტიდან 4.3 პროცენტამდე გაზარდა. მომავალ წელს, სსფ-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ კონსერვატიული პროგნოზით - 4.2 პროცენტზე დაგეგმა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პროგნოზს - 2017 წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი - 4,5 პროცენტი იქნება. შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა დაესწრნენ.
(NS)
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)