|
2017-11-16 11:30:56, 1863 ნახვა
საზოგადოება
უკრაინის დელეგაცია ქართულ სააღსრულებო სისტემას გაეცნო
აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და აღსრულების პოლიციის საქმიანობას უკრაინის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით დელეგაციაში უკრაინის აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აღმასრულებლები და პროექტების მენეჯერები შედიოდნენ. სტუმრები დეტალურად გაეცნენ სააღსრულებო წარმოების ეტაპებს, ბიუროს მიდგომას მოვალეების მიმართ, მორიგების პოლიტიკასა და შედეგებს. დელეგაციის ინტერესის სფეროში მოხვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული აუქციონი და არასააღსრულებო სერვისები: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, შეფასება, გადახდისუუნარობა. სტუმრებმა აღსრულების პოლიციის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ოფისი, მოქალაქეებთან კონსულტაციის სივრცე და აღმასრულებელთა სამუშაო გარემო დაათვალიერეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)