14:08 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 22:45:34, 2154 ნახვა

საზოგადოება
გამრეკელის ქუჩაზე ბერი ნიკოლოზის მრევლსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე, სადაც ბერი ნიკოლოზ მაქარაშილი ცხოვრობს, ხმაური იყო.

ბერს ბინის მეპატრონემ სახლში შესვლის უფლება ისევ არ მისცა. აღნიშნულის გამო ადგილზე ბერი ნიკოლოზის მრევლი შეიკრიბა და მისი სახლში შეშვება მოითხოვა, თუმცა ბინის მეპატრონემ შეშვებაზე უარი თქვა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

„TV პირველის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, მრევლმა ბერთან ერთად საპატრულო პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილით სცადა, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

გამრეკელის ქუჩაზე ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ათამდე ეკიპაჟია მობილიზებული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics