12:32 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-12 15:49:17, 1980 ნახვა

საზოგადოება
„სამართლიანი არჩევნები“ : 15:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 12 საათისთვის 21.6% შეადგინა.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 10 საჩივარი; ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 2 შენიშვნა.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს 2 ამომრჩეველს სიაში ხელი არ მოაწერინა,  #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს სიაში ხელი არ მოაწერინა. #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი მითითებული არ არის.

მარკირების არასწორად გაკეთება: #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ორმა რეგისტრატორმა 3 ამომრჩეველს მარკირება მარჯვენა ხელის ნაცვლად, მარცხენაზე გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა: #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ვადაგასული პირადობის მოწმობით მისცა ხმა.  ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში: #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში მოათავსა.

გადასატან ყუთში კონვერტების ჩაყრა: #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლ კომისიის წევრებს სამი კონვერტი ჩაუვარდათ გადასატან ყუთში.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს 6 საარჩევნო ოლქში ახორციელებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics