|
2017-11-12 13:29:07, 2260 ნახვა
საზოგადოება
12:00 საათის მდგომარეობით, 6-ვე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 11.55 % შეადგინა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის მიმდინარეობისა და 12 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, 12:00 საათის მდგომარეობით 6-ვე საარჩევნო ოლქში საერთო ჯამში ამომრჩეველთა აქტივობა 11.55 %-ს შეადგენს (37 917 ამომრჩეველი). ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია: ყაზბეგი - 17.4% ხაშური - 11.5% ბორჯომი -18.2% ქუთაისი - 6.2% ოზურგეთი - 21.5% მარტვილი - 11.5%
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)