|
2017-11-10 17:31:14, 1927 ნახვა
საზოგადოება
ევროკომისია სასჯელაღსრულების სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დადებითად აფასებს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტის მიერ 2017 წელს დამტკიცდა, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული. ანგარიშის თანახმად, საკანონმდებლო პაკეტი პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე ცვლილებას მოიცავს, მათ შორისაა ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა, რომელიც მსჯავრდებულებს გათავისუფლების მოამზადებს, ასევე, შინაპატიმრობის, როგორც ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობის გაზრდა და დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. ევროკომისიის ანგარიში 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს და მასში საქართველოს მიერ ევროკავშირთან შეთანხებული მიმართულებებით რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესია შეფასებული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)