23:36 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:11:10, 2122 ნახვა

კომენტარი
მოგერინი: ევროკომისიის ანგარიში აჩვენებს მკაფიო პროგრესს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, დღევანდელი ანგარიში აჩვენებს მკაფიო პროგრესს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში.

მოგერინის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

"ევროკავშირმა და საქართველომ დიდი ინვესტიცია ჩადეს ძლიერ პარტნიორობაში, რომელიც ყოველდღე ღრმავდება და ჩვენს მოქალაქეებს დიდ სარგებელს აძლევს. მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურონ. ასევე ვხედავთ, რომ ჩვენს სტუდენტებს შორის უფრო მეტი გაცვლითი პროგრამა აქვს. გარდა ამისა, ჩვენი ბიზნესისთვის ვაჭრობის უფრო მეტი შესაძლებლობაა შექმნილი. დღევანდელი ანგარიში აჩვენებს მკაფიო პროგრესს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში. ევროკავშირი განაგრძობს მხარდაჭერას, რათა გაგრძელდეს სამუშაო, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების ერთგული რჩება“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics