|
2017-11-10 14:56:01, 1789 ნახვა
საზოგადოება
უძრავი ქონების რეესტრში მემილიონე განაცხადი დარეგისტრირდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ქონებაზე განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში მემილიონე განაცხადი დარეგისტრირდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს, ქუთაისის იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის იმერეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორებს, რომლებმაც მემილიონე ტრანზაქციის განაცხადზე ამონაწერი მოამზადეს, სამახსოვრო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში მემილიონე ტრანზაქციაზე განაცხადი 23 ოქტომბერს იქნა შემოტანილი. მოქალაქე ქონების რეგისტრაციას მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში ითხოვდა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. უძრავი ქონების რეგისტრაციისას მოქალაქეები გამარტივებული პროცედურებით და სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ. კერძოდ, საფასურის გარეშე ხორციელდება: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება და სხვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)