|
2017-11-08 21:54:43, 1938 ნახვა
საზოგადოება
ვიქტორ დოლიძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები სერთიფიკატებით დააჯილდოვა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საშემოდგომო სკოლის ფარგლებში საჯარო ლექცია - „საქართველოს ევროპული და ევროატალნტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და მიმდინარეობა“ გამართა. სახელმწიფო მინისტრის ლექციით უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 3 დღიანი საშემოდგომო სკოლა დაიხურა. სტუდენტები ნატოსა და ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებს გაეცნენ. სკოლის მსმენელები სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. ვიატორ დოლიძემ სტუდენტებს სპეციალური სერთიფიკატები გადასცა. „ჩვენმა სტუდენტებმა გამოხატეს დიდი ინტერესი ნატოსთან, ევროკავშითან ურთიერთობის საკითხებზე და მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ეს იყო სასწავლო კურსი, რომელიც ცნობიერების ამაღლებასაც ხელს შეუწყობს და დეტალური ინფორმაციის მიწოდებასაც, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს უკავშირდება“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ ლექციის დასრულების შემდეგ. საშემოდგომო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)