19:23 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 10:50:31, 2499 ნახვა

მსოფლიო
ტეხასში თავდასხმის გამო აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშას 4 დღით დაუშვებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე, ტეხასში მომხდარი თავდასხმის გამო დროშას დაუშვებენ, - ამის შესახებ ABCNEWS იუწყება.

დროშების დაშვების განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

სახელმწიფო როშები ამერიკის მასშტაბით 4 დღის განმავლობაში იქნება დაშვებული.

„უაზრო ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც 2017 წლის 5 ნოემბერს მოხდა, ვბრძანებ, თეთრ სახლზე და ყველა სახელმწიფო დაწესებულებებზე, ყველა სამხედრო პოსტებსა და სამხედრო-საზღვაო ბაზებზე, ხომალდებზე და აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშა 2017 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით დაეშვას,“- ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში. 

დროშებს ასევე საზღვარგარეთ აშშ-ის ყველა საელჩოსა და წარმომადგენლობის ტერიტორიაზე დაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტეხასში, ბაფტისტურ ეკლესიაში მამაკაცი შევიდა და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი, დაშავდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics