|
2017-11-04 11:10:44, 2062 ნახვა
საზოგადოება
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ოპოზიციური პარტიების საჩივარი, რომლითაც ისინი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, არ არსებობს არც ერთი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რომელიც ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების გაუქმების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, პარტია სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ინსტანციაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა და ასევე სხვა ოპოზიციური პარტიები, სრული ოპოზიციური სპექტრი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არჩევნები იყო ტოტალურად გაყალბებული და შესაბამისად, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სამართლიან შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)