|
2017-11-02 11:30:50, 1977 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სტუდენტებისთვის სასწავლო კურსი დაიწყო
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სტუდენტებისთვის სასწავლო კურსი - „ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში" დაიწყო. სასწავლო კურსების მიზანია შესძინოს მათ პრაქტიკული ცოდნა საჯარო და კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა შემდეგ საკითხებში: ბუღალტრული აღრიცხვის არსი, საბუღალტრო აღრიცხვის მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები, ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა და ინფორმაციის წარდგენის ძირითადი მოთხოვნები, ფულადი სახსრების მართვა, ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ურთიერთკავშირი, ექსელის პროგრამის ეფექტური გამოყენება, ფინანსური ანგარიშგების ასახვა და განთავსებული ინფორმაციის ანალიზი Ms. Excel-ის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპები, გადასახადების გამოანგარიშებისა და დეკლარირების წესი, მეწარმე სუბიექტის დაფუძნება, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, მეწარმე სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და უფლება მოვალეობანი საქართველოში. სასწავლო კურსი აკადემიის დირექტორმა თამარ ჯაფარიძემ, სასწავლო პროცესების მენეჯერმა მარიამ ხვიჩიამ და ტრენერმა ლაშა ღვინიანიძემ გახსნეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)