04:53 - 26 Jul, 2026
|
2017-11-01 17:25:26, 1718 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს უკრაინის ელჩი ეწვია
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი ეწვია. ელჩმა მიმდინარე გამოფენა - „რეპრესიები საქართველოში" დაათვალიერა. ელჩს ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა უმასპინძლა. გამოფენის დათვალიერების შემდეგ იგორ დოლგოვმა და თეონა იაშვილმა ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს მათ შორის უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიციის მოწყობის შესახებ და ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით 2018 წელს უკრაინაში გამოფენის გამართვის თაობაზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)