|
2017-11-01 12:33:28, 1674 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ინსექტარიუმის მშენებლობა იგეგმება
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ინსექტარიუმის მშენებლობა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, ლაბორატორიისა და ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს ლაბორატორიის ტერიტორიაზე მწერების სათავსოს დაარსებასა და აღჭურვას, რომელიც შემდგომში სამეცნიერო მიზნებისთვის გამოიყენება. აღნიშნული შეთანხმება ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურების გათვალისწინებაზე, ასევე ქცევითი ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. საკარანტინო ნიმუშების, მწერების კვლევის დროს, აუცილებლია რისკის ადეკვატური შეფასება, რაც თავის მხრივ აისახება, როგორც მომუშავე პერსონალის, ისე მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში და არიან სრულ მზადყოფნაში ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, ბიოუსაფრთხოების პრინციპების სრული დაცვით, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)