03:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 18:31:25, 1917 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს დათო ტურაშვილი ესტუმრა

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ მწერალი დათო ტურაშვილი ესტუმრა.

შეხვედრა პროექტის -„დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები დაესწრნენ.

მწერალმა მოზარდებს ახალი წიგნი - „ტყეების მეფე“ (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე) წარუდგინა.

ავტორმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა; შეხვედრის დასასრულს კი - ახალგაზრდებს „ტყეების მეფე“ საჩუქრად გადასცა.

პროექტი „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“  ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ახორციელებს წამების, მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრი (GCRT) სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდასთან“ პარტნიორობით.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics