03:52 - 26 Jul, 2026
|
2017-10-31 12:14:50, 2088 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“: 31 ოქტომბერს და 1-ელ ნოემბერს ქუთაისი-ზუგდიდის და ქუთაისი-ბათუმის რეისები არ შესრულდება
„საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 31 ოქტომბერს და 1-ელ ნოემბერს ქუთაისი-ზუგდიდის და ქუთაისი- ბათუმის რეისები არ შესრულდება. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული: „პატივცემულო მგზავრებო! „საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 31 ოქტომბერს ქუთაისიდან და 31ოქტომბერს და 01 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ორი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი. სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)