|
2017-10-30 20:27:35, 2301 ნახვა
საზოგადოება
საკანონმდებლო მაცნე ახალ ოფისში ახალი პროექტებით გადადის
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" ახალ შენობაში გადადის. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პირველად არსებობის განმავლობაში, მაცნეს საგანგებოდ მის საჭიროებებზე მორგებული კომფორტული და კეთილმოწყობილი ოფისი ექნება. საკანონმდებლო მაცნეს რიგით მეორე ოფისი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნიკა ახალბედაშვილმა გახსნეს. "მაცნეს ამიერიდან საშუალება ექნება, მეტად განავითაროს სტრატეგიული პროექტები. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, გახადოს საკუთარი რესურსები ხელმისაწვდომი ნებისმიერი მოწყობილობიდან. შეიქმნა საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური აპლიკაცია „IOS" და „Android" პლატფორმაზე. მომხმარებლებს, რომლებიც მობილური ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით სარგებლობდნენ ვებგვერდით, ამიერიდან საშუალება ექნებათ, აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ მაცნეს სერვისი მარტივად და კომფორტულად. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მითითებული ბმულებიდან:
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)