|
2017-10-30 18:47:45, 2508 ნახვა
საზოგადოება
„საჩხერის სამედიცინო ცენტრში“ უროლოგი გიორგი ადეიშვილი უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 4 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე, უროლოგიურ, ონკო-უროლოგიურ, ურო-გინეკოლოგიურ და ანდროლოგიურ პრობლემათა მქონე პაციენტებს უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებს მოწვეული უროლოგი, ონკოუროლოგი, ანდროლოგი გიორგი ადეიშვილი. პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში დამატებით ასევე უფასოდ ჩაუტარდებათ სათანადო გამოკვლევები: ექოსკოპია, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინინი და პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა. საჩხერის სამედიცინო ცენტრი აქტიურად აგრძელებს საზოგადოებაში სკრინინგის ძირითადი პრინციპის პროპაგანდას, თუ რაოდენი მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულად გამოვლენას. სწორედ ამ მიზნით პერმანენტულად აწყობს უფასო სკრინინგულ აქციებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საჩხერის სამედიცინო ცენტრს, ტელეფონზე: 577 153 298
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)