|
2017-10-30 10:12:22, 2002 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები დღეიდან საქართველოს ტერიტორიზე ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ
სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს წვიმიან ამინდს და +23 გრადუს სითბოსა ვარაუდობგენ, 31 ოქტომბერს +17 გრადუსი და ნალექი იქნება, 1 ნოემბერს ასევე იწვიმებს და +15 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო 2 ნოემბერს ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ნავარაუდევია ზოგან წვიმა. დღეს დედაქალაქ თბილისში ღრუბლიანი ამინდია, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, +13 გრადუს სითბოსა და უმეტესად უნალექო ამინდს ელიან ხვალ, +14 გრადუსია ნავარაუდევი 1–2 ნოემბერს, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღეს, 30 ოქტომბერს, +20 გრადუსი სითბო იქნება, თუმცა იწვიმებს, ზოგან ძლიერად, 31 ოქტომბერს ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიკლებს და უმეტეს რაიონებში იწვიმებს, 1–2 ნოემბერს +16 გრადუსი სითბო იქნება, უმეტეს რაიონებში იწვიმებს. მთიან და მაღალ მთიან რაიონებში შედარებით ნდაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)