|
2017-10-29 14:22:24, 2083 ნახვა
საზოგადოება
ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თიანეთის მუნიციპალიტეტში ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში გაიწმინდა მდინარე აძიძის კალაპოტი და მისი შენაკადები საერთო სიგრძით 17 კილომეტრი. წლის ბოლომდე დაგეგმილია 10-12 კილომეტრის გაწმენდა. პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, თიანეთის მუნიციპალიტეტის 14 სოფლის მოსახლეობა 3000 ჰექტარი მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს. 2013 წლიდან დღემდე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, რეგიონში წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 9595 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 2900 ჰექტარმდე გაიზარდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)