16:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 16:14:17, 2645 ნახვა

მსოფლიო
ინტერპოლმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთისგან მიღებულ ცალმხრივ მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინონ

ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ საერთაშორისო პოლიციის ყველა წევრ ქვეყანას გაუგზავნა გაფრთხილება, რომ რუსეთის მიერ განხორციელებულ ცალმხრივ მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინონ, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.

ინტერპოლმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიურომ ბრიტანელი ბიზნესმენის Hermitage Capital-ის დამფუძნებლის ბილ ბრაუდერის შესახებ რუსეთის მოთხოვნა დაბლოკა. ამის შესახებ თავად ბიზნესმენმაც განაცხადა და დასძინა, რომ ინტერპოლმა უკვე მეხუთედ არ მისცა საშუალება რუსეთს, რომ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადონ.

ინტერპოლის წევრი ქვეყნები გააფრთხილეს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გამოიყენოს ორგანიზაცია პირადი ინტერესებისთვის. 

მედიის ცნობით, ინტერპოლის შიდა კანონმდებლობის მესამე მუხლის თანახმად, მათ პოლიტიკური მოღვაწეობის განხორციელების უფლება არ აქვთ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics