|
2017-10-27 17:52:31, 2021 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 163-ე ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
თბილისის საჯარო ბაღებში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დღეს თბილისის N163-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაღს ზაფხულის არდადეგების პერიოდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა - მთლიანად შეიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო ახალი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა და შეიღება შენობის მთელი ფასადი. მათივე ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღის ეზოსაც, სადაც დაიგო ასფალტის საფარი, სათამაშო მოედნები მოპირკეთდა ქვაფენილით, ასევე, განახლდა ფერდის დამჭერი კედელი, რომელიც ბაღის თანამშრომლებმა დეკორატიულად მოხატეს. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, საბავშვო ბაღის ეზოში გამწვანების ღონისძიება გაიმართა და მასში მონაწილეობა მებაღეებთან ერთად, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმაც მიიღეს. ბავშვებმა დღეს შემოდგომის ზეიმიც გამართეს - შეასრულეს მუსიკალური ნომრები და სტუმრებთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს. ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის 106 საბავშვო ბაღში ჩატარდა. სამუშაოები მოიცავდა როგორც შიდა, ისე გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის გზის საფარის რეაბილიტაციას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)