|
2017-10-27 17:46:25, 1842 ნახვა
საზოგადოება
მონაცემთა გაცვლის სააგენტომ რიგით მეორე ეროვნული კიბეროლიმპიადა ჩაატარა
დღეს, სასტუმრო „რედისონში" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT.GOV.GE) ორგანიზებით რიგით მეორე ეროვნული კიბეროლიმპიადა ჩატარდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ კიბერსაკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. უწყების ცნობით, კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანებზე, რომელთა გადაჭრაშიც კონკურსანტები ერთმანეთს შეეჯიბრნენ. კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას. ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" ერთ-ერთი პრიორიტეტია. კიბეროლიმპიადის მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება. ეს არის უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის, ურთიერთშეჯიბრების პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ ცოდნა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)